supernatural

All posts tagged supernatural

My top 5 tv shows

Published იანვარი 19, 2012 by Dark princess

სერიალები- ჩემი სუსტი წერტილია, ოღონდ არა ბრაზილიური და მექსიკური 🙂 ნანახი მაქვს უამრავი სერიალი და სერიალების გარეშე ცხოვრება ფიზიკურად აღარ შემიძლია. ეს სოფოს ბრალია, იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ თვითონ დაიწყო ყურება და მეც ავყევი. კარგად მახსოვს, სულ პირველი სერიალი, სოფომ რომ უყურა the o.c იყო, და როგორ აღფრთოვანებული იყო მისით და ამის მერე მოყვა supernatural, რომლის სერიების ყურებაზეც დაახლოებით დღეში 8 საათს ვხარჯავდით ერთად, ამ დროს კომპიუტერი არ მქონდა და სულ სოფოსთან მივრბოდი ხოლმე 🙂

ასე დაიწყო ჩვენი და ჩემი არანორმალური სიყვარული სერიალების მიმართ 🙂

მას მერე უამრავ სერიალს ვუყურე, უამრავი დავიწყე და ახლაც დასამთავრებელი მაქვს, მაგრამ არის რამდენიმე თივი შოუ, რომლებიც გამორჩეულად მიყვარს.

1. supernatural. ვიცი რომ მეოთხე სეზონის მერე ტემპი დააგდეს, ვიცი რომ აღარაა ისეთი, როგორიც იყო და მეხუთე, მეექვსე სეზონებს უკვე მოწყენილი ვუყურებდი, მაგრამ ესაა სერიალი, რომელსაც არ შემიძლია შევეშვა, სანამ ბოლომდე არ დამთავრდება 🙂 ჯენსენი და ჯარედი კი უკვე ლეგენდარული და განუყრელი წყვილი არიან ყველას თვალში 🙂

2. smallville. სერიალი, რომლის ათივე სეზონს ამოუსუნთქავად ვუყურე და დღემდე ერთერთი ჩემი ფავორიტი სერიალია. მეთერთმეტე სეზონიც რომ გადაეღოთ, უარს არ ვიტყოდი 🙂 ძალიან კარგი მსახიობების ქასთი ჰყავდა და განსაკუთრებით ლუისის როლის შემსრულებელი ერიკა დიურანსი მიყვარდა ძალიან 🙂

3. legend of the seeker- დღემდე ვერ ვხვდები რატომ გადაიღეს ამ სერიალის ორი სეზონი და არა მეტი. შესანიშნავი გრაფიკა, ძალიან კარგი შინაარსი, კარგი მსახიობები, თუმცა ამ ორმა  სეზონმაც კი ისე დაიპყრო ჩემი გული, ცოტა ხნით სხვა სერიალს ვეღარ ვუყურებდი 🙂

4.american horror story- ამ სერიალმა კი არ გამახარა, მეცხრე ცაზე ამიყვანა. ძალიან ვიყავი მონატრებული რამე კარგ საშინელებას, და ეს სერიალიც ძალიან მომეწონა. მოუთმენლად ველოდები მეორე სეზონს.

5. el internado-laguna negra-  ესპანური სერიალი, რომლის შვიდივე სეზონს ერთი ამოსუნთქვით ვუყურე. რუსებმაც გადაიღეს რა თქმა უნდა რომელსაც “დახურული სკოლა” ქვია. და თქმა არ ჭირდება იმას, რუსების გადაღებული რა ნაგავიც იქნება. ასე რომ თუ ყურებას მოინდომებთ, რუსულს არაფრით არ გირჩევთ, ორიგინალს უყურეთ.

ახლა კი smallville ის არაჩვეულებრივ საუნდტრეკს გიტოვებთ 😉