ფერიები და ლეგენდები

Published თებერვალი 16, 2012 by Dark princess

როდესაც სიტყვა “ფერია” გვესმის, თვალწინ მაშინვე წარმოგვიდგება ძალიან ლამაზი პატარა და გამჭვირვალე არსება, რომელსაც ასეთივე გამჭვირვალე ფრთები აქვს და უსაზღვროდ კეთილია. ყოველ შემთხვევაში მე ასე წარმომიდგენია დღემდე. თუმცა ფერიები სხვადსხვა ქვეყნის სხვადასხვა მითოლოგიებში თუ ლეგენდებში ხანდახან მთლად ისე უწყინრად არ მოიხსენიებიან, როგორც ჩვენ გვგონია.

ფერიების არსებობა დღემდე სადავო საკითხია. თუმცა საკმაოდ სკეპტიკური. მეცნიერების და ჩვეულებრივი ადამიანების უმრავლესობას არ სჯერა თუ ისინი ოდესმე არსებობდნენ, რაც რამდენიმე წლით დაანგრია 1917 წელს ელსი რაიტის და ფრენსის გრიფიტსის გადაღებულმა ფოტოებმა, რომლებსაც ცნობილი მწერალი ართურ კონან დოილი იკვლევდა. მან რატომღაც დაამტკიცა რომ ფოტოები რეალური იყო და გოგონებმა მართლაც აღბეჭდეს ფერიები. თუმცა უკვე ხანში შესულმა ელსიმ და ფრენსისმა აღიარეს, რომ ფოტოებთან და ფერიებთან დაკავშირებული ისტორია უბრალოდ ფარსი იყო.

არსებობს მრავალი ლამაზი მითი და ლეგენდა ფერიების შესახებ, მე მინდა ერთერთ მათგანზე მოგითხროთ.

პატარა, მისტიკურ ლეგენდებსა და მითებში ჩაძირული ქალაქი გლასტონბარი, რომელიც ინგლისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ნამდვილი ლეგენდებისა და ჯადოსნური ამბების სამშობლოა. პირველად დასახლებული იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3500 წელს და დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა პილიგრიმების საცხოვრებლებს, რომლებიც მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულები უძველეს დრუიდებთან. ისინი გლასტონბარში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1000 წელს ცხოვრობდნენ. სწორედ ამ უძველესი დროიდან მოყოლებული გლასტონბარმა ეივბართან და სტოუნჰენჯთან ერთად ინგლისის მისტიკური სამკუთხედი შექმნა.

გლასტონბარი ცნობილია თავისი  გლასტონბარის ბორცვით. მასთან დაკავშირებულია ბევრი ლეგენდა. ზოგ ადამიანს სჯერა, რომ ის ერთ დროს ცნობილი ავალონის კუნძული იყო. მას შემდეგ მას ბევრჯერ აიგივებენ მეფე არტურთან, თუმცა კიდევ ბევრს სჯერა რომ ის ფერიების ბორცვია.

გლასტონბარის ბორცვი დიდ ფართობს იკავებს ქალაქში. ბევრი ადამიანი ამ ბორცვს მისი მონუმენტის წყალობით ცნობს. მონუმენტი წარმოადგენს გადაუხურავ წმ. მაიკლის სახელობის კოშკს, რომელიც იქ შუა საუკუნეებში აშენდა. ზოგი კი მას მის ფერდებზე გაყვანილი ლაბირინთის მეშვეობით ცნობს. ბორცვი ავალონს და მეფე არტურს დაუკავშირეს 1911 წლიდან, მას მერე რაც იქ აღმოაჩინეს არტურის და მისი ცოლის აკლდამები. კუბოები მას მერე აღმოაჩინეს რაც გლასტონბარის ცეცხლით განადგურებულ სააბატოს აღდგენდნენ. კუბოებთან ერთად აღმოჩნდა ტყვიის ხმალი წარწერით “აქ, კუნძულ ავალონზე, განისვენებს ცნობილი მეფე არტური”.

აქვე არსებობს მეორე, მყარი რწმენა, რომ ბორცვი ეკუთვნის ფერიების მეფეს და ბორცვის წვერი წარმოადგენს ჯადოსნურ ადგილს ფერიებისთვის. კარგად ნაცნობი კელტური ლეგენდა გვამცნობს რომ ბორცვი წარმოადგენს სიცარიელეს, სადაც არის კარი, რომელსაც მიწისქვეშა სამეფოში  ჩავყავართ, ფერიების მეფე Gwyn ap Nudd თან. ( სახელი ვერ გადავთარგმნე 🙂 )

არსებობს აგრეთვე სხვა მოსაზრებაც, რომ სიტყვა Avalon არის ნაწარმოები სიტყვისგან Avallah, რომელიც არის კელტური მიწისქვეშეთის ღმერთი. გლასტონბარის ბორცვი ასევე იწოდება, როგორც ჯადოსნური მთა. ის მოიხსენიება Annwnის ან ავალონის კარიბჭედ, რომელიც ფერიების სამეფოა.

გლასტონბარი მისტიკით  სავსე ქალაქია, მაგრამ  ლეგენდა ფერიებზე და მათ სამეფოზე დღემდე მყარად რჩება მის მთავარ ლეგენდად.

4 comments on “ფერიები და ლეგენდები

    • წესით კი. ნებისმიერ ზღაპარს და ლეგენდას სიმართლე უდევს საფუძვლად. ესე იგი ან დღემდე არსებობენ ან არსებობდნენ.

  • ჩემი აზრით არ არსებობს არცერთი მითი ლეგენდა ზღაპარი რომელსაც რეალობა არ აქვს საფუძვლად. საერთოდაც მართალია უსაზღვროა ადამიანის ფანტაზია მაგრამ არა იმდენად რომ მოიგონოს ის რაც არ უნახავს.ყველა ფანტაზიას აქვს საფუძველი რეალობაში ნანახიდან

  • დატოვე კომენტარი