fashion

All posts in the fashion category

სამკაულები iyide.wordpress.com-დან

Published March 27, 2012 by Dark princess

დიდი ხანია აღარაფერი დამიწერია. რატომ ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ახლა მინდა ცინცხალი ინფორმაციით დაგიბრუნდეთ :)

ცოტა ხნის წინ  იყიდე-დან რამდენიმე სამკაული შევუკვეთე და ძალიან მაინტერესებდა, როგორი ჩამოვიდოდა ჩემამდე. ჰოდა რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და გამახარა. სამკაულები საკმაოდ კარგი აღმოჩნდა და ძალიანაც მომეწონა. ესეც ჩემი სამკაულები :)

ჩემი უსაყვარლესი ბეჭედი. ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა და ზუსტად ისეთივე მძიმე და ლამაზი ჩამოვიდა, როგორსაც ველოდი.

ასევე ლამაზი გულის ფორმის ორნამენტებიანი გულსაკიდი, რომელიც საკმაოდ დიდია ;)

ასევე საყვარელი ბუს ყელსაბამი :)

ჩემი მეგობრების სამკაულები, რომლებმაც ასევე გაამართლა.

ამ ორი უსაყვარლესი გულსაკიდის ამოღება კი ვერ გავბედე პარკიდან. სასაჩუქრედ უნდოდათ :)

ესეც ასე. ეს სიმღერა კი განწყობისთვის :)

 

 

 

ახალი შენაძენები

Published March 13, 2012 by Dark princess

ეს ორი დღე დავდივარ აქეთ-იქით და რამდენიმე ახალი ტანსაცმელი და სამკაულიც შევიძინე გაზაფხულისთვის :)

დიდხანს ვყოყმანობდი,  თან ძალიან მინდოდა. საბოლოოდ მაინც მივაღწიე, გადავწყვიტე და ვიყიდე :)

ჩემს ტულის კაბას მივაყოლე ლამაზი მოვარდისფრო-ატმისფერი ჯემპრი კოპლებით და ბანტით და შავი წვრილი წელის ქამარი.

ამ ყველაფერთან კი იდეალურად მიდის ჩემი ვალენტინობის დღის საჩუქარი, მარტენსები, რომლებიც ჯერ არ ჩამიცვამს.

მერე ცთუნებას ვეღარ გავუძელი და რამდენიმე ულამაზესი სამკაული შევიძინე გაზაფხულისთვის.

 

 

ჩემი შემოქმედება

Published March 7, 2012 by Dark princess

როგორც მოგეხსენებათ ძალიან მიყვარს სურათების გადაღება, თუმცა პრეტენზია მაღალი საფეხურისთვის ან რამე მსგავსი ნამდვილად არ მაქვს. უბრალოდ მიყვარს ლამაზი სურათები და თუ გადაღება კარგად გამომდის, ეს თქვენ უნდა შეაფასოთ და არა მე.

მიყვარს როდესაც სურათს ვუღებ სამკაულებს ან ნებისმიერ ლამაზ საგანს. ამ ზაფხულის ერთ საკმაოდ მოღრუბლულ და გრილ დღეს სოფოსთან  გავედი და მის სამკაულებს ნამდვილი ფოტოსესია მოვუწყვე. როგორი გამოვიდა, ეს უკვე თქვენ შეაფასეთ. სურათები უბრალოდ გადაღებულია და დამატებული არაა ფოტოშოპით. არადა უკეთესი იქნებოდა არ მეზარმაცა და დამემუშავებინა :)

 

ეს კი განწყობისთვის :)

რა არის ჩემს ჩანთაში

Published February 25, 2012 by Dark princess

დავიწყებ იქიდან რომ მსგავსი პოსტები და ვიდეოები ბევრი დაიდო ინტერნეტ სივრცეში. მეც მინდა გიამბოთ რას ვატარებ ჩანთით.

ჩანთა ძალიან ბევრი მაქვს, და მათი შეგროვებაც ძალიან მიყვარს. მათგან უკვე რამდენიმეს ვხმარობ, მაგრამ ეს ბოლო დღეებია ერთი ჩანთა ძალიან მაქვს აჩემებული, თითქმის ორი კვირა  ვატარებ, როცა ერთი და იგივე ჩანთას დიდხანს ვერასდროს ვგუობ, თუ არ ვცვალე.

 

პირველ რიგში რაც ჩემს ჩანთაში მუდამ და შეუცვლელად არის უკვე ბოლო 10 წელია არის ერთი პომადა მაინც და პატარა სარკე. სულ რამდენიმე ხანია რაც გადავეჩვიე მთელი ჩემი პომადების ერთი ჩანთით ტარებას და ერთ კონკრეტულ პომადას ან “ბლესკს” ვატარებ ხოლმე :)

 

რა თქმა უნდა ყველასთვის განუყრელი ატრიბუტი საფულე. მართალია ჩემმა კატამ ერთი თვალი დაკარგა, მაგრამ მაინც მიყვარს :)

ჩემი პატარა, ფუმფულა  კურდღელი-ფლეშკა :)

 

რადგანაც ზამთარია, ხელთათმანებს არ ვღალატობ ;)

 

ეივონის  ”perceive” თუ არ ვცდები, რომელიც ჩემს ჩანთებში ალბათ მთელი ორი წელია განისვენებს და ნახევრამდეც არაა დაცლილი :D

 

ჩემი განუყრელი ერთჯერადი ხელსახოცები.

გასაღებების ასხმულა,რომელიც დაახლოებით ნახევარ კილოს იწონის :)

და აი აქ უნდა ყოფილიყო ჩემი უსაყვარლესი ტელეფონი, რის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომედგინა, სადაც დაწყობილი მქონდა ყველაფერი როგორც მე გამიხარდებოდა, რაც იყო ჩემი სიცოცხლის მთავარი შემადგენელი ნაწილი და რაც მთავარია ყურთსასმენები, რომლებიც უბრალოდ რას წარმოადგენდნენ ჩემთვის არ ვიცი. მაგრამ გაფუჭდა და სანამ ახალი მექნება, შემრჩა უძველესი სამსუნგი, რომელიც მოვრთე და რაღაცას მაინც დაემსგავსა. სამაგიეროდ მე უკვე ორი კვირაა დავდივარ ცხვირჩამოშვებული და ყოველ ღამე სიზმარში ტელეფონებს ვნახულობ ;(

ესეც ჩემი განსვენებული ტელეფონი :(

ეს კი უკომენტაროდ :(

მოკლედ ეს იყო ის ნივთები, რასაც ყოველდღე ვატარებ ჩანთით. იმედია მოგეწონათ. ახლა კი ჩემს ტრადიციას არ ვუღალატებ :)

ჩემი სამკაულები ბოლო ნაწილი

Published January 29, 2012 by Dark princess

ესეც ასე, ბოლო ყუთიც გავხსენი ბოლო სამკაულების ნაკადს მოვუწყვე ფოტოსესია :) იმედია თავი არ შეგაწყინეთ. ვეღარ და ვეღარ მივედი ბოლო ნაწილამდე :)

მართალია ეს სამკაულების ყუთი არაა და ე.წ “კოსმეტიჩკაა”, იმხელა ტევადობისაა, რომ ამდენი რამე ჩავტიე :)

ჩემი უსაყვარლესი სამაჯურები, რომლებსაც არ ვიშორებ და წლის ნებისმიერ სეზონზე ვატარებ.

ესეც საყვარელი ყელსაბამი და სამაჯური ერთად, მაგრამ მარტო სამაჯურს ვხმარობ.

ესეც ჩემი უსაყვარლესი პატარა გვირგვინი.

ეს ზარდახშა მთლიანად ვერცხლისა.  ლამაზია და ვუფრთხილდები.

 

ეს სამაჯური ჩემი ასაკისაა და დედამ სიმბოლურად მაჩუქა ოქროს დაბადების დღეზე :)

ეს კი უცხო საზაფხულო ყელსაბამია, რომელიც საკმაოდ პრეტენზიულია, მაგრამ ყელზე ძალიან ლამაზია.

ესეც ასე. კიდევ რაღაცები მაქვს რაც კიდევ სხვაგან მაქვს განაწილებული, ისინი მოგვიანებით :)

 

 

ტყავის ქურთუკი iyide.wordpress.com დან

Published January 27, 2012 by Dark princess

დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც  ბლოგი “იყიდე” ჯერ კიდევ იდეაში იყო, მაგრამ წინასწარი მზადება მიმდინარეობდა, შევნიშნე ტყავის ქურთუკი, რომელიც რომ არ გამომეწერა, უბრალოდ არ შეიძლებოდა.  ჰოდა გადავწყვიტე მათი პირველი კლიენტი მე გავმხდარიყავი და შევუკვეთე. დაახლოებით ერთ თვეში ჩამოვიდა ზუსტად ისეთივე მომხიბლავი, როგორსაც ველოდი :)

ზუსტად ასეთი არა, მაგრამ უკეთესი და ულამაზესი ტყავის ქურთუკები აი აქ შეგიძლიათ ნახოთ და ისეთივე ჩამოვა, როგორიცაა სურათზე, მე ზუსტად იგივე ჩამომივიდა :)

ესეც ჩემი ძველი პოსტი  და შეგიძლიათ შეადაროთ :)

მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი შენაძენით და ძალიან ლამაზად დგას ტანზე. სარჩულიც ძალიან მომწონს და რაც მთავარია ისეთი ჩამოვიდა, როგორსაც ველოდი.

ახლა ასეთ ბედნიერ ხასიათზე გიტოვებთ ამას :)

ჩემი სამკაულები ნაწილი 3- საყურეები

Published January 26, 2012 by Dark princess

დღეს გვიან ღამემდე დაწერას ვერ მოვახერხებდი,   ტყავის ქურთუკი ჩამომივიდა, რომელიც ახალ წელს შევუკვეთე. უნდა ჩამოვიტანო, მერე ხან იქ ვარ გასასვლელი ხან იქ, ასე რომ დილითვე გიტოვებთ პოსტს :)

დღეს ჩემი საყურეების სურათებს შემოგთავაზებთ, მაგრამ ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული. რატომღაც მეგონა რომ ბევრი მქონდა და რომ გადმოვალაგე, არც ისეთი ბევრი გამოვიდა, როგორც მეგონა :( მაგრამ არა უშავს, იმედია მოგეწონებათ :)

საყურეებს ცალკე hello kittyს ყუთი გამოვუყავი, ასე რომ ყველა საყურე ამ ყუთიდანაა.

ესეც ცალი საყურეები, ადრე როცა მოდაში იყო ცალ-ცალს ვატარებდი, და იქიდან შემომრჩა :)

ეს კი დღემდე ჩემი უსაყვარლესი საყურე, ანიმეს ფიგურაა :) წესით ვოკალოიდის ჰათსუნე მიკუ უნდა იყოს, მაგრამ ამას ყვითელი თმა აქვს, იმას ლურჯი და ვერ მივხვდი საიდანაა :)

ესეც ასე, ახლა კი დღის განმავლობაში რომ არ მოიწყინოთ, ყველასთვის კარგად ნაცნობ, ძალიან ძალიან fashion, და ალბათ ბევრისთვის საყვარელ სიმღერას გიტოვებთ ;)

 

ჩემი სამკაულები ნაწილი 2

Published January 21, 2012 by Dark princess

ესეც მეორე ნაწილი და ეჭვი მაქვს, კიდევ ორი ნაწილის გაკეთება მომიწევს :D

ეს სამკაულებია ამ ყუთიდან.

ეს პლასტმასის ლამაზი ბეჭდებია, რომლებსაც სკოლის პერიოდში ვაგროვებდი და ახლაც ძალიან მიყვარს,ისინი ჩემთვის არასდროს დაძველდებიან და ძალიან კარგად ვუხამებ ზაფხულის და გაზაფხულის ტანსაცმელს :)

ესეც ჩემი საყვარელი ჯაჭვის ყელსაბამი, რომელსაც ხანდახან სამაჯურადაც ვხმარობ :)

ეს კი ულამაზესი საყურე სხვადასხვაფერის კრისტალური ქვებით, რომელიც ჩემთვისაც ვიყიდე და სოფოსაც ვუყიდე დაბადების დღეზე :)

ახლა კი ჩემი ვერცხლის სამკაულები :)

ჩემი ყველა დროის უსაყვარლესი ბეჭედი, ყველაზე ძალიან ეს ბეჭედი მიყვარს რატომღაც :)

სვაროვსკის თვლებით მორთული ვერცხლის საყურე, რომელიც სოფომ ოქროს დაბადების დღეზე მაჩუქა და დღემდე ძალიან ვუფრთხილდები, ისე მიყვარს :)

ესენი კი ჩემი ოქროთი დაფერილი სამკაულებია, სამწუხაროდ არც ერთი ნამდვილი ოქრო არაა და იმდენად მცირედი ოქროს წყლითაა დაფერილები, რომ უკვე გადასძვრათ, მაგრამ მაინც ჯიუტად ვხმარობ ისევ :(

ესეც ასე. შემდეგ ნაწილში კი საყურეებს და კიდევ ბევრ რამეს მივხედავთ :)

 

ჩემი სამკაულები ნაწილი 1

Published January 20, 2012 by Dark princess

მე და სამკაულები- ძალიან მჭიდრო და მოსიყვარულე კავშირში ვართ ერთმანეთთან :) სამკაულების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია და არც მათ შეუძლიათ უჩემოდ :) ჩემმა გარშემომყოფებმა იციან, რომ ძალიან მიყვარს ბიჟუტერია და ვერცხლი და ხან ჩემი საყვარელი ადამიანი, ხან ჩემი მეგობრები, ხან დედა მანებივრებენ ამ ჩემთვის დიდი ბედნიერებით. მინდა ვთქვა რომ ოქრო მიყვარს, როგორ არა, მაგრამ ისე არა, რომ ყოველდღე ვატარო. ძალიან მიყვარს ლამაზი ბიჟუტერია, და ვერცხლი. შესაბამისად სულ მათ მჩუქნიან ხოლმე.

ჩემთვის თითოეული სამკაული თითო მოგონებას უდრის. ყველასთან რაღაც ამბავი მაკავშირებს, და ყველას ისტორიას, ვინ მაჩუქა, რატომ და რა ვითარებაში სათუთად ვინახავ. როგორც ძვირფასია ჩემთვის ეს სამკაულები, ასევე ძვირფასები არიან ის ადამიანები, ვინც მათ მჩუქნის და ყველა ის პატარა მოგონება, რაც თითოეულს უკავშირდება :)

ძალიან მიყვარს ნებისმიერი სამკაულის ტიპი, ნაზი თუ მასიური. ზამთარში მასიური, ან გოთური სტილის სამკაულების ტარებას ვამჯობინებ. ზაფხულში კი შედარებით ნაზ ბიჟუტერიას ვხმარობ. რადგანაც ყველა მათგანი ყუთებში მაქვს დახარისხებული, დღეს მხოლოდ  იმ ბიჟუტერიის სურათებს დავდებ, რაც ამ ერთ კონკრეტულ ყუთში მიწყვია, და დანრაჩენ ნაწილებსაც შემდეგ შემოგთავაზებთ :)

ეს ყუთი ძალიან მიყვარს, ჩემმა მეგობარმა დაბადების დღეზე მაჩუქა. პატარა ჩანს, თუმცა ტევადობა ძალიან კარგი აქვს :)

ჩემი საყვარელი ბეჭდების ერთი ნაწილი, რომელიც ამ ყუთში აღმოჩნდა, და ამ ზამთარს ვხმარობ ერთმანეთთან შენაცვლებით :)

ჩემი ფავორიტი ბუ, რომელიც tango flamencoმ მაჩუქა, ძალიან შემიყვარდა უკვე და აწი უფრო მეტ ბუს სამკაულებს დავამატებ :)

ვინტაჟის სტილის კულონი, რომელიც სოფომ მაჩუქა და ძალიან მომწონს და უკვე გაკეთებაც მოვასწარი :) სტილის კი არა ვინტაჟია ნამდვილი, მგონი 60-70 წლის უნდა იყოს:)

ჩემი საყვარელი ვერცხლნარევი გულსაკიდი, ვიღაცის ნაჩუქარი :P

საყვარელი avonის გულსაკიდი, რომელიც დედაჩემმა მაჩუქა :*

თითქმის ყველა ეს ნივთი ჩემი საყვარელი მეგობრების და ადამიანების მიერაა ნაჩუქარი, ასე რომ ყველას ვერ დავაწერ :) თითოეული რა თქმა უნდა თავის ისტორიას ინახავს :)

 

ეს ცოტა პრობლემატური საყურეებია, ასე რომ ხშირად ვერ ვხმარობ. ბევრ რამეს არ ეხამება.

 

ეს ბეჭედი შეგვიძლია სამაჯურადაც ვიხმაროთ.

ესეც ჩემი სამკაულები, რომელბიც ერთ ყუთში მქონდა , შემდეგ პოსტებში კი სხვა ზარახშებისკენ გადავინაცვლებთ. იმედია მოგეწონათ :)

 

Gothic jewellery part 2

Published January 12, 2012 by Dark princess

უი ერთი დღე გამოვტოვე და რატომღაც ასე მგონია რომ საუკუნე გავიდა. ყოველთვის ვეცდები დღე არ ჩავაგდო ხოლმე და ყოველდღე ვწერო პოსტები :) ჰოდა ვაგრძელებ ჩემს მეორე ნაწილს გოთიკური სამკაულებისას :) რა თქმა უნდა ბეჭდები, რომლებსაც ალბათ ყველას ერთად გავიკეთებდი. არც ეხლა ვაკლებ მაგრამ მაინც :)

ასეთ ნიშნობის ბეჭედზე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს :)

რამდენიმე ყელსაბამმაც ძალიან მოიტაცა თვალი, ასე რომ ისევ ყელსაბამები :)

ესეც სამაჯურები და საყურეები. ჩემი დაბადებისდღეც მოვა :D

კამეას ქვებზე ვაფრენ ისე მიყვარს და ყოველთვის ვცდილობ რაღაც მაინც ვიყიდო კამეის. ასე რომ ეს საყურეებიც ძალიან მომეწონა.

ეჰ დამიბრმავდა თვალები :(

დღეს კი დედას ჩემი პირველი ხელფასით აი რა ვუყიდე :)

Follow

Get every new post delivered to your Inbox.