დღეს მინდა გესაუბროთ წიგნებზე. ვისაც კითხვა უყვარს, დარწმუნებული ვარ აუცილებლად ეცნობა ჩემს მიერ დასახელებული წიგნები და თუ არ ეცნობა, წაიკითხავს მაინც
ახლა ახალგაზრდა და ახალი ავტორების წიგნებს კითხულობენ, რასაც სრულიად მივესალმები, მაგრამ მე რატომღაც არ გამჩენია სურვილი წამეკითხა ახალი წიგნები, არა იმიტომ რომ რამე პრეტენზია მაქვს, პირიქით, არანაირი, მეც ავტორი ვარ ბოლოს და ბოლოს
მაგრამ ალბათ მოვა დრო, როცა წავიკითხავ
ჩემი ე.წ “წიგნომანია” დაახლოებით რვა წლიდან დაიწყო. მაშინ გვერდზე გადავდე “საზღვარგარეთული ზღაპრები”, მახსოვს ინდიელებზე ვკითხულობდი და მიხაროდა
და პირველი, ჩემი ასაკისთვის სერიოზული წიგნი წავიკითხე. ძალიან კარგად მახსოვ,ს ეს იყო მაინ რიდის “თეთრი თათმანი”. ამის მერე მიყვა მაინ რიდის თითქმის ყველა ტომი, რაც სახლში მქონდა, და გადავწვდი მთელს მსოფლიო ლიტერატურას
ჩემი ეს გადარეული გრაფიკი, როცა დღეში ფურცლის გამოუტოვებლად ვკითხულობდი დაახლოებით ორ საშუალო ზომის წიგნს, გაგრძელდა თხუთმეტ-თექვსმეტ წლამდე. შემდეგ ნელნელა დავუკელი, ალბათ ლიმიტი ამომეწურა
90 იან წლებში კი ვიცით რა მდგომარეობაც იყო. სანთლის და ლამპის შუქზე დღე და ღამე კითხვამ მხედველობა დამიქვეითა და ჩემს განუყრელ სათვალემდეც მიმიყვანა
საბოლოოდ დედაჩემი იმ ზომამდე მიმყავდა, რომ წიგნების დახევასაც აღარ ერიდებოდა, რომ ცოტა ხნით მაინც დამენებებინა თავი
( ასეა,გადაჭარბებული არაფერი ვარგა
)
იმ დროს მე და სოფო ზუსტად ერთად ვიყავით წიგნებით გატაცებული და მერე ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს შთაბეჭდილებებს წაკითხულის შესახებ.
ახლა დროა გაგაცნოთ ჩემი უსაყვარლესი წიგნები
1. ემილ ზოლას “ქალთა ბედნიერება”. ჩემთვის ეს წიგნი უკვდავია. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თავის იდეალური მაღაზიების აღწერებით, შინაარსით და ყველაფრით
ერთხელ ლექტორთან წამომცდა, ძალიან მიყვარს მეთქი და ტუჩი ამიბზუა, ეგ წიგნი ზოლამ ფულის გულისთვის დაწერაო. სულ არ მაინტერესებს რისი გულისთვის დაწერა. მთავარია ძალიან მიყვარს და ყველას გირჩევთ წაიკითხოთ. ერთი სიამოვნებაა
2. როდესაც შარლოტა ბრონტეს “ჯეინ ეარი” გამოვიტანე ბიბლიოთეკიდან, საკმაოდ დიდი წიგნია და ორ-სამ საათში ვერ მოვერიე. სამაგიეროდ მთელი დღე არც მიჭამია, არც დამისვენია, მაინც ბოლომდე წავიკითხე
წიგნის ეკრანიზაციამ რატომღაც არ მიმიზიდა, მიუხედავად იმისა, რომ რომანი ასე მიყვარს. არც ერთი ფილმი და მგონი ოთხია უკვე გადაღებული იმდენად ღრმად არ ასახავს შინაარსს, როგორც შარლოტას აქვს გადმოცემული.
3. ჯეკ ლონდონის დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ, სიმართლე რომ ვთქვა, მაგრამ მისმა ” ზღვის მგელმა” იმდენად შემძრა და იმდენად სასიამოვნოდ გამაოცა, რომ დღემდე ვკითხულობ და ვკითხულობ. მგელი ლარსენი იმდენად უნიკალური და იმდენად გამორჩეული პერსონაჟია, რომ ის დღემდე ჩემი ფავორიტია და მიკვირს, რატომ არ გადაიღეს ამ სათავგადასავლო, მაგრამ ძალიან ღრმა და ორიგინალურ რომანზე ფილმი. ან გადაიღეს და მე არ ვიცი
4. რიუნოსკე აკუტაგავას “დიალოგი წყვდიადში” ერთერთი ჩემი ყველა დროის უსაყვარლესი წიგნია
შესანიშნავი საშინელებათა მოთხრობების ნაკრები და იაპონელების სიყვარულს წიგნებშიც არ ვუღალატე
მისი მოთხრობები პირდაპირი გაგებით უბრალოდ შემზარავია ამ კრებულში. მაგრამ გენიალური. ასე რომ, ყველას გირჩევთ წაიკითხოთ.
იმედია ძალიან არ შეგაწყინეთ თავი წიგნებზე ლაპარაკით. და მაინტერესებს, თქვენ რა წიგნები გიყვართ?




ქალთა ბედნიერება იმ დროინდელ შოპაჰოლიკობას გამოხატავს, ძალიან მიყვარს საერთოდ ზოლა და რაც არ უნდა აძაგონ, ჩემთვის სულ ერთია. ეუჰ, რა ჩამოთვლის რა წიგნები მიყვარს, ბევრი ძალიან. ამჟამად სტივენ კინგს ვკითხულობ და ცოტა რთულად მიდის ინგლისურად, მაგრამ არ ვნებდები მაინც
მე ის გამახსენდა ფანჯიკიძის “რექვიემი” რომ მომიტანე და გაკვეთილზე რომ წავიკითხე და დღემდე მახსოვს, რა შემზარავი აურა დატოვა ამ მოთხრობამ
me Jane year-i miyvars dzalian : ))
ჯეინ ეარი ჩემთვის ალბათ ყოველთვის შეუცვლელ წიგნად დარჩება…ზღვის მგელიც მომეწონა მაგრამ არ გადავრეულვარ…აი,რაც შეეხება ქალთა ბედნიერებას,ჯერ სამწუხაროდ წაკითხული არ მაქვს ასე რომ კომენთარსაც ვერ გავაკეთბე მაგაზე…:(