სერიალები- ჩემი სუსტი წერტილია, ოღონდ არა ბრაზილიური და მექსიკური
ნანახი მაქვს უამრავი სერიალი და სერიალების გარეშე ცხოვრება ფიზიკურად აღარ შემიძლია. ეს სოფოს ბრალია, იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ თვითონ დაიწყო ყურება და მეც ავყევი. კარგად მახსოვს, სულ პირველი სერიალი, სოფომ რომ უყურა the o.c იყო, და როგორ აღფრთოვანებული იყო მისით და ამის მერე მოყვა supernatural, რომლის სერიების ყურებაზეც დაახლოებით დღეში 8 საათს ვხარჯავდით ერთად, ამ დროს კომპიუტერი არ მქონდა და სულ სოფოსთან მივრბოდი ხოლმე
ასე დაიწყო ჩვენი და ჩემი არანორმალური სიყვარული სერიალების მიმართ
მას მერე უამრავ სერიალს ვუყურე, უამრავი დავიწყე და ახლაც დასამთავრებელი მაქვს, მაგრამ არის რამდენიმე თივი შოუ, რომლებიც გამორჩეულად მიყვარს.
1. supernatural. ვიცი რომ მეოთხე სეზონის მერე ტემპი დააგდეს, ვიცი რომ აღარაა ისეთი, როგორიც იყო და მეხუთე, მეექვსე სეზონებს უკვე მოწყენილი ვუყურებდი, მაგრამ ესაა სერიალი, რომელსაც არ შემიძლია შევეშვა, სანამ ბოლომდე არ დამთავრდება
ჯენსენი და ჯარედი კი უკვე ლეგენდარული და განუყრელი წყვილი არიან ყველას თვალში
2. smallville. სერიალი, რომლის ათივე სეზონს ამოუსუნთქავად ვუყურე და დღემდე ერთერთი ჩემი ფავორიტი სერიალია. მეთერთმეტე სეზონიც რომ გადაეღოთ, უარს არ ვიტყოდი
ძალიან კარგი მსახიობების ქასთი ჰყავდა და განსაკუთრებით ლუისის როლის შემსრულებელი ერიკა დიურანსი მიყვარდა ძალიან
3. legend of the seeker- დღემდე ვერ ვხვდები რატომ გადაიღეს ამ სერიალის ორი სეზონი და არა მეტი. შესანიშნავი გრაფიკა, ძალიან კარგი შინაარსი, კარგი მსახიობები, თუმცა ამ ორმა სეზონმაც კი ისე დაიპყრო ჩემი გული, ცოტა ხნით სხვა სერიალს ვეღარ ვუყურებდი
4.american horror story- ამ სერიალმა კი არ გამახარა, მეცხრე ცაზე ამიყვანა. ძალიან ვიყავი მონატრებული რამე კარგ საშინელებას, და ეს სერიალიც ძალიან მომეწონა. მოუთმენლად ველოდები მეორე სეზონს.
5. el internado-laguna negra- ესპანური სერიალი, რომლის შვიდივე სეზონს ერთი ამოსუნთქვით ვუყურე. რუსებმაც გადაიღეს რა თქმა უნდა რომელსაც “დახურული სკოლა” ქვია. და თქმა არ ჭირდება იმას, რუსების გადაღებული რა ნაგავიც იქნება. ასე რომ თუ ყურებას მოინდომებთ, რუსულს არაფრით არ გირჩევთ, ორიგინალს უყურეთ.
ახლა კი smallville ის არაჩვეულებრივ საუნდტრეკს გიტოვებთ














სერიალები მეც ძალიან მიყვარს და შენს მსგავსად არა სამხრეთამერიკული ხარა–ხურა
ამ ბოლო დროს ძალიან დიდ დროს ვუთმობ სერიალებს. დასვენების დღეებში სულ ვუყურებ ხოლმე შეუსვენებლად. ჩემი სერიალებისადმი დაინტერესება დაიწყო იმით, რომ რამოდენიმე წლის წინ გადიოდა რუსთავი 2–ზე სერიალი “იერიქონი” და რატომღაც შეწყვიტეს ჩვენება. ჰოდა იმდენად ჩამთრევი სიუჟეტი ჰქონდა, რომ სულ ცოტა ხნის წინ გავიხსენე ეს ფილმი და გადავწყვიტე მეყურებინა ონლაინში,ჰოდა ავისრულე კიდეც ეს სურვილი. აქტიურად, სერიის ჩაუგდებლად ვუყურებ “ვამპირის დღიურებს”, “საიდუმლო წრეს”. ასევე ვუყურე “Teen Wolf”-ის პირველ სეზონს და ძალიან ბავშვურად მომეჩვენა. “ზებუნებრივი”–ს ყურება დავიწყე, მაგრამ რამოდენიმე სერიის შემდეგ შევწყვიტე, თუმცა ძალიან კარგი სერიალია. “ლეგენდა მაძიებელზე”–მ არ დამაინტერესა რატომღაც. “სმოლვილი” არ მაქვს ნანახი და ვაპირებ ჩავუჯდე ახლო მომავალში. 
ბოლოსთვის კი შემოვიტოვე “ელ ინტერნადო”. მე ეს ფილმი ორიგინალში არ მქონდა ნანახი, ისე დავიწყე მისი რუსული ვერსიის ყურება. არც ვიცოდი რუსული “ზაკრიტაია შკოლა” თუ მისი “რიმეიქი” იყო. ორივე სეზონი რასაც ქვია, ერთი ამოსუნთქვით ვუყურე და ეხლა ძალიან დიდი მოუთმენლობით ველოდები მესამე სეზონს. მანამ კი ვიფიქრე, მეთქი ვნახავ აბა, ესპანური სერიალი როგორია თქო და გადავავლე თვალი პირველი ოთხი სეზონის სერიებს. სიუჟეტი აბსოლუტურად იგივეა, თუმცა არვიცი რატომ, მაგრამ მე რუსულ ვერსიას უფრო მივეჩვიე. რაღაცნაირად მიყვარს უკვე ამ ფილმის თითოეული გმირი გნომიკის ჩათვლით. ლიკა, ნუ იტყვი,რომ რუსული ვერსია ნაგავია.დამიჯერე,ასე არაა. თუ გინდა, ლინკს მოგცემ,სადაც ონლაინში შეგიძლია უყურო ამ ფილმს.შეადარე და ეგებ მასე აღარ იფიქრო.
მართალია საქართველოში ყველაფერს რუსულს გმობენ და ეზიზღებათ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ძალიან მიყვარს რუსული ენა და იმდენად მენატრება სულ ინგლისურის გადამკიდე, რომ დიდი სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე რუსულ ან რუსულად გახმოვანებულ ფილმებს. პოლიტიკას არაფერი უნდა ჰქონდეს საერთო ხელოვნებასთან და ამ შემთხვევაში, კინოსთან.
ეს მინდოდა მეთქვა, აუცილებლად…
secret circle, vampire diaries მეც მასე ვუყურებ, სერიის ჩაუგდებლად
ნანახი მაქვს “ზაკრიტაია შკოლა” და მართალია სულ რომ კარგი იყოს, რუსებს ისე ვერ ვიტან, ყველაფერს ვგმობ
მართალი ხარ ნათია, მაგრამ ჯერ რომ ესპანურს ვუყურე, ვეღარ შევეჩვიე რუსულს და არაა ცუდი, მაგრამ მაინც რუსები ისე მძულს, რომ იმათს ვერაფერს ვიტან:( მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალიან კარგად ვიცი
ჰოდა გაიხარე, მოდი ხოლმე ჯანსაღად გამაკრიტიკე და ვაღიარებ მეც თუ რამეში შევცდი
მადლობა ასეთი დიდი კომენტარებისთვის, გულს რომ მიხარებ ხოლმე :*
მე კიდე ვეღარ მოვრჩი რა ამ ინტერნადოს, გაიწელა რამხელა სერიებია ეს უპატრონო
ისე ჩვენც ხომ არ გადაგვეღო? ყველამ გააკეთა რიმეიქი და
ჩვენ ჩვენი ბონუსებიც გვეყოფა
რაღა სხვისი გავაკეთოთ
Supernatural <33 legend of the seeker <33 american horror story <3333 chemi seriali miyvars sigijemde amis 2 sezoni rodis gamodis xom ar icit? : (((
მეორე სეზონის პირველი სერია მგონი 2012 წლის 1 ოქტომბერსაა დაგეგმილი, ასე წერია იმდბზე
ისე მეორე სეზონი აუცილებლად იქნება.
ჰო, დიდი კომენტარები ჩემი სტიქიაა
ვერაფრით ვერ ვწერ მოკლე და ლაკონურ კომენტარებს. ასე მგონია, ბევრს რომ დავწერ, უფრო კარგად გადმოვცემ თქო ჩემს აზრს.
თუმცა,მოკლედაც შეიძლება სათქმელის თქმა, რაც მე არ გამომდის. ნუ, პრინციპში თემას გააჩნია. 
რუსული განსაკუთრებით მაშინ გვშველის, როცა ჩვენი თანამშრომელი ინდოელების გარემოცვაში ვართ.ზოგმა კარგად იცის და როცა ისეთი რამის თქმა გვინდა, რაც ცოტა კონფიდენციალურია, ეგრევე რუსულს ვუშვებთ და ნერვებზე იშლებიან
))
ჰოდა რაც შეეხება კრიტიკას, არც მიფიქრია შენი გაკრიტიკება. პუტინს,მედვედევს და ჟირინოვსკის ვერც მე ვერ ვიტან, მაგრამ ამას არაფერი აქვს საერთო ფილმებთან. მსახიობებმა რა დააშავეს, მათ თავიანთი საქმე აქვთ და აკეთებენ კიდეც ხალხისათვის ანუ ჩვენთვის, უბრალო მაყურებლისათვის.
მოკლედ, არ მინდა თავი მოგაბეზრო და დემაგოგობაში ჩამეთვალოს, მაგრამ ასე ვფიქრობ და რა ვქნა.
პ.ს. რუსული მეც კარგად ვიცი.ბავშვობაში რუსული ანბანი ტელევიზორის ეკრანიდან ვისწავლე და ისიც მაშინ, სანამ სკოლაში შევიდოდი. მახსოვს, მამაჩემს ერთხელ “პროსტა მარია”–ს ერთ–ერთი სერია თავიდან ბოლომდე მოვუყევი რუსულად. (მაშინ სერიალებს ხომ გახსოვს, რუსულად რომ ახმოვანებდნენ). ფილმებს როცა ვუყურებ, 99 %–ით ვგებულობ ყველაფერს, თუმცა როცა საქმე ლაპარაკზე მიდგება, რაღაცნაირად ვიბოჭები, ალბათ კომპლექსია.მეშინია, შეცდომა არ დავუშვა,ძირითადად გრამატიკული.არადა, რუსებმა დაცინვა საერთოდ არ იციან, თუ რაიმე შეგეშლება ლაპარაკისას, ან რამეს ისე თუ ვერ იტყვი.ერთი თანამშრომელი მყავს, ექიმია და რუსეთში აქვს დამთავრებული სამედიცინო. რუსული წყალივით იცის.ჰოდა სულ ვთხოვ ხოლმე, ნინო რომ მოხვალ, სულ რუსულად მელაპარაკე თქო და მართლაც სულ მელაპარაკება ხოლმე და მეც ველაპარაკები.თუ რამე შემეშლება, მისწორებს ხოლმე და მეც ბავშვივით მიხარია
მოკლედ,ეხლაც კაიხელა კომენტარი გამომივიდა. სულ მინი–პოსტები გამომდის ხოლმე კომენტარების ნაცვლად
მეც მასე ვარ ვერასდროს ვერ ვამბობ მოკლედ სათქმელს.მუდამ რაღაც დიდი უნდა დავწერო
ჰოდა სხვათა შორის რუსებს ვერ ვიტან და რუსული მიყვარს ძალიან და კარგადაც ვიცი, ოღონდ მეც ტელევიზორიდან და კინოებიდან ვისწავლე პატარაობაში და რომ ვთქვა ამაში სკოლას დიდი წვლილი არ შეუტანია:) ახლავე ვინახულებ შენს ბლოგს ;*
Madlob sayvarelo
უი დამავიწყდა, რომ მეთქვა:
ჩემს ბლოგზე ახალი პოსტი დავწერე და მოინახულეთ
და რაც მთავარია,აზრი დამიფიქსირეთ. ძალიან მაინტერესებს
ხომ ვერ მომცემთ El internado–ს ლინკს?რუსულად მირჩევნია,მაგრამ თუ არაა ინგლისურიც წავა:)მადლობა წინასწარ:)
http://rutracker.org აი ამ ტორენტზე დარეგისტრირდები და შენ თვითონ იპოვი რა ენაზეც გინდა. ძალიან დიდი არჩევანია და ყველა სეზონი ამ ტორენტზეა
ძვირფასო Dark princess,ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო:)პირველად ელ ინტერნადოზე შენი პოსტიდან შევიტყვე…პირველივე სერიიდან ჩამითრია და ჩამითრია…დღეში 4 სერიას მაინც ვუყურებდი…კიდევ კარგი,რომ ყველა სეზონი გამოსული და თარგმნილია უკვე,თორემ “ვამპირის დღიურებივით” ყოველდღე შემდეგ სერიას რომ დავლოდებოდი,გავაფრენდი
ძაალიან მაგარი სრრიალია და ორიგინალური…დეტექტივია ძალიან საინტერესო=ცოტა მისტიკა,ცოტა მელოდრამატული სენტიმენტალობები…მოკლედ სუპერია…მაგრამ რამდენი ხალხი დაიხოცა:(კაროლი:(
ამ ლინკზე ჩემი სტატიაა,წაიკითხე,შენი აზრი მაინტერესებს
http://bellablacksworld.wordpress.com/2012/03/07/el-internado-პერსონაჟები-1/
ძალიან დიდი მადლობა და შემოსული ვიყავი და ძალიან მომეწონა შენი პოსტი და კომენტარიც დაგიტოვე, მაგრამ ახლაც მიწერს, რომ მოდერაციას ელოდება
კიდევ ერთხელ ვცდი
დიდი იმედი მაქვს, ჩემი ბლოგიდან კიდევ ახალ რაღაცებს გაიგებ :*