რა მიყვარს და რა არა…

Published January 14, 2012 by Dark princess

მსგავსი შინაარსის პოსტები მგონი ყველა ბლოგზე იწერება თითქმის, მაგრამ მე ახალი დაწყებული მაქვს, შესაბამისად ჩემმა მკითხველმა უნდა იცოდეს რა მიყვარს, რა მომწონს, რა არ მომწონს, რა მძულს და ასე შემდეგ…

ძალიან მიყვარს მოდა, მართალია ასებს და ათასებს არ ვიხდი,და ასე თუ ისე ერთი პროცენტით რომ მაინც მივყვე, ნაკლებადაც არ გამოდის ცუდი :)

უკვე იცით, რომ ძალიან მიყვარს მუსიკა. ასევე ძალიან მიყვარს სიმღერა, და მუსიკა ჩემი ცხოვრების შემადგენელი დიდი ნაწილია, მის გარეშე ვერ ვიცხოვრებ.

ძალიან მიყვარს კლასიკური მუსიკა, მერე რა რომ როკს ვუსმენ? ჩაიკოვსკი განსაკუთრებით მიყვარს.

მიყვარს ანიმე და ნებისმიერი შავბნელი სურათების შეგროვება კომპიუტერში, შესაბამისად ერთი დიდი პორტალი მაქვს სურათების :)

ძალიან მიყვარს ვარდისფერი და ბავშვობიდან ბარბი ჩემი აიდოლია.

ძალიან მიყვარს როცა tango flamenco ეჭვის თვალით შემომხედავს ხოლმე და იტყვის “რა ვიცით რა იმალება ამ ანგელოზის სახის უკან? ” ( ციტატა მომყავს, თავის ქებაში არავინ ჩამითვალოს ) :D

ძალიან მიყვარს, როცა სოფო ქამელეონი ისე აღმიქვამს, როგორც პატარა უსუსურ არსებას :)

ძალიან მიყვარს წერა.

ძალიან მიყვარს, როცა ჩემს საყვარელ სიმღერებს ვყვები. ისე მოსმენა არ შემიძლია.

სხვა არაფერი მახსენდება, რა მიყვარს. აი რა არ მიყვარს, უკვე კარგი საკითხია, გემრიელი  :)

არ მიყვარს, როცა უსამართლოდ ცილს მწამებენ, ამ დროს შეიძლება აფექტის მდგომარეობაში ჩავვარდე, რაც არ ვიცი რას მოიტანს, იმიტომ რომ ბოლომდე ჩემი გაბრაზება ჯერ კიდევ არ ვიცი რა არის.

ვერ ვიტან დაბალი აზროვნების ხაშლამა ხალხს.

ვერ ვიტან ქართველ კაცებს. ნუ ასაკიანებს და ხაშლამებს, ახალი თაობა მგონი ცოტა ერუდირებული მოდის.

ვერ ვიტან სმას, ვერ ვიტან მოწევას. ვერ ვიტან ქართულ სუფრას და ვერ ვიტან სადღეგრძელოებს.

ჭკუიდან მშლის ქართულ ქორწილებში დაკრული მაია მულატკა და მსგავსები.

ვერ ვიტან როცა კაცი, მამრი, ბიჭი, მნიშვნელობა არ აქვს, სიგარეტს რომ ეწევა. განსაკუთრებით ვერ ვიტან, როცა ამ დროს თვალებს ჭუტავენ სიამოვნებისგან, ამ დროს შეიძლება ვიღაცას რაღაც გავუქანო. სამაგიეროდ ქალებმა მოწიონ რამდენიც გაუხარდებათ, არასდროს მაღიზიანებს.

ვერ ვიტან ქურდებს და ძველებს. ეს სიტყვა რომ ვინმესგან გავიგო, ჩემი რეაქცია არც ისეთი კარგი იქნება.

ვერ ვიტან მთელი სულით და გულით “უძინართა მზეს” დათოს თუ ვიღაც ჯანდაბის როლის უნიჭო და წაქურდო შემსრულებელ ელემენტს და როგორც კი ვიგებ, რომ ვინმეს ეს კინო უყვარს, ჩემს თვალში მის მიმართ შთაბეჭდილება ერთი საფეხურით ჩამოდის დაბლა. სამაგიეროდ სხვა ქართული კინოები ძალიან მიყვარს და ვაფასებ.

ვერ ვიტან ახალ ქართულ კინოებს, არასდროს არ ვუყურებ და ვერასდროს ვერავინ ვერ მაყურებინებს.

ვერ ვიტან, როცა არ მაფასებენ სათანადოდ.

ამქვეყნად ყველაზე მეტად მძულს ერთადერთი ადამიანი, და ოდესმე, აუცილებლად მოვა დრო, როცა ის უგზო-უკვლოდ გაქრება… :)

ვერ ვიტან, როცა ვიღაც გონებადაქვეითებული მიმტკიცებს, რომ არიქა რომ თხოვდები, მარტო ერთი რამისთვის ხომ არ თხოვდები, ეგრევე ბავშვი უნდა აიკიდო, თორემ შენს სიცოცხლეს აზრი აქვს? აი ამაზე ყოველთვის ყველას ვეთანხმები, გულში კიდევ რის გაკეთებას ვფიქრობ და რასაც ვფიქრობ ალბათ ყველა მიხვდებით :)

ვერ ვიტან დამცინავ ადამიანებს, ჭკუიდან მშლიან და იმათზეც რასაც ვფიქრობ, ამასაც ყველა მიხვდებით :)

ვერ ვიტან შეცდომებს, რომლებსაც ჩემთან მიმართებაში უშვებენ, იმიტომ რომ ჩემნაირი მიუტევებელი ადამიანი ამქვეყნად არ მეგულება.არ შემიძლია ელემნტარულის პატიებაც კი, სამაგიეროდ კარგად შემიძლია თავის მოკატუნება, რომ რაიმე საქციელი ადამიანს ვაპატიე.

ვერ ვიტან, როცა ვარ ასეთი უსინდისოდ მატყუარა და ვერ ვიტან, როცა ვარ ასეთი მორიდებული საიმისოდ, რომ ადამიანს პირში ვუთხრა, რაც არ მომწონს.

მოკლედ ესაა მთავარი და ძირითადი . ახლა კი ჩვეულებას არ ვუღალატოთ :)

13 comments on “რა მიყვარს და რა არა…

  • დედა რამ გაგამწარა ასე? რამდენი რამე არ გყვარებია? დალევა არ მიყვარსო და კი გამოვცალეთ იმ დღეს ორი ბოთლი ღვინო.
    რა შუაშია და რედის ახალი სიმღერა? არ ვიცოდი მე ეს :)

    • არ მიყვარს კაცები რომ სვამენ კაცო მე კი არა :D არასწორად გამოვთქვი ანუ :D მე ღიპიანი ბიძა კი არ ვარ :D

    • რას ამბობ ქალო რა ახალი, სამი წელია კომპში მაქვს მგონი. ძველია ძველი.რა შუაშია და ჩემი ყველა პოსტი შესაბამისად მთავრდება სიმღერით, რომელიც ტექსტს შეესაბამება.

  • mdaaaaaaa… :D shen gaixare,ra koxtad aqvs chamoyalibebuli… :D udzinarta mze ar miyvarso da saxelebi kargad dagimaxsovrebia..(ramdarirooo,rimdarirooooooooo) :D :D:D eh,sheni ar viic da me ki miyvars,miyvars,miyvars da kidev ertxel miyvars ESPANETI. ;) (p.s. dzalian ar momwons inglisuri shiftit rom vakomentareb magram chemi brali araa….dges vigacas ragaca daaviwyda chems kompshi… ) :D :D :D

  • “ლაიქებში” ვერ დაგეთანხმები, მუსიკისა და სიმღერის სიყვარულის გარდა. არასადროს მყვარებია ვარდისფერი ფერი და ანიმე, არც მისტიური და
    პარანორმალური მოვლენებით ვყოფილვარ დაინტერესებული.თუმცა მინახავს ბავშვობაში მფრინავი თეფში :)
    სამაგიეროდ “დისლაიქებში” დაგეთანხმები ერთი–ორი გამონაკლისის გარდა. ვერც მე ვიტან ცინიკოსებს,თავიანთ თავზე დიდი წარმოდგენა რომ აქვთ და ზემოდან დაგყურებენ გაყინული თვალებით.ამ დროს ისინი არიან თავად დასაცინი და გასაკიცხი. ქართულ სუფრა–აკადემიად წოდებულზე არაფერს ვამბობ. განსაკუთრებით ისაა მარაზმი, რომ გაილეშებიან ბოლოს და ვინ ვის ლოშნის რასაც ქვია, რომ ვერ გებულობენ და მეორე დღეს არაფერი რომ არ ახსოვთ. :(
    “უძინართა მზე” 2–3 წლის წინ ვნახე თავიდან ბოლომდე, არც მქონდა სურვილი ნახვის, მაგრამ ბოლო–ბოლო ვუყურე და ძალიან მომეწონა… პელე :) რა საყვარელია… ყოველთვის მიყვარდა ზაზუნები… :) დათოს რაც შეეხება, ნამდვილი სვანია და დავანებოთ სვანებს თავი… ბოლო–ბოლო მათით ვსუნთქავთ სუფთა ჰაერს :)
    ასევე არ მიყვარს დალევა და სიგარეტი არათუ მოწეული, გასინჯულიც არ მაქვს და სასტიკად პასიური მწევლის სინდრომი მტანჯავს თუ მოვხვდი მწეველთა საზოგადოებაში. :( შენგან განსხვავებით, მე მომწონს, როცა კაცი სიგარეტს ეწევა, რატომღაც მომწონს და რა ვქნა…
    უსამართო ცილისწამება არც მე მიყვარს და კიდევ ვერ ვიტან ჩამშვებ ადამიანებს. ასევე ვერ ვიტან ჭორიკნებს და ჩემს ამავე სახელწოდების პოსტშიც მაქვს აღნიშნული ერთ–ერთ პუნქტად.ასე მგონია, შენც ვერ იტან. აბა დამეთანხმე :)
    მაღიზიანებს სასტიკად, როცა მიწყებენ გათხოვებაზე საუბარს. ხალხო, ყველამ თქვენს სამყაროს მიხედეთ, ზოგს თავზე რომ გენგრევათ და მაინც არ იშლით სხვის გაჭორვას :( (( ასევე არ მესმის, რატომ არის საქართველოში სავალდებულო გათხოვებიდან 9 თვეში ბავშვის ჭყივილი რომ ისმოდეს სახლში. სანამ ე.წ. “კურდღლის” სინდრომი იარსებებს საქართველოში, მანამ ჩვენი აზროვნება იქნება დაკონსერვებული.
    შენ შეცდომებს ვერ იტან.მე–ღალატს. რომ გავიგო, საყვარელმა ადამიანმა ან თუნდაც ისეთმა, ვინც მე გულთან ახლოს მყავს,მიღალატა, ეგრევე დავშორდები და არ გავიკარე3ბ ახლოს.
    აი, როგორ მომნატრებია მეც წერა. იმედია, კომენტარების რეკორდს მოვხსნი სიდიდის მხრივ. :) კია ერთი პოსტის ხელა :)

    • გეთანხმები ნათია, მეც ვერ ვიტან ჭორიკნებს რა თქმა უნდა. ღალატზე კიდევ ლაპარაკი ზედმეტია. ეგ უბრალოდ დაწერითაც კი არ დავწერე,ღალატი ყველაზე დიდი საშინელებაა და ამას ვინ იტანს?სვანი? რაში მაინტერესებს სვანია თუ კახელი კაცო. არავის არაფერს ვერჩი. უბრალოდ ეს პერსონაჟი სასტიკად მაღიზიანებს. თორემ მე ზანგებიც მიყვარს გენაცვალე. ჩემზე კაცთმოყვარე ადამიანი და არა რასისიტი (ნუ რუსების გამოკლებით) არ დაბადებულა მგონი :) ჰოდა ასეთი და ამხელა კომენტარები დამიწერე სულ, გაუხარდა გულს რომ დავინახე :) :*

  • უი, გამომრჩა ერთი რაღაც:

    ვგიიიიიიიიიიიიიიჟდები ესპანურ ენაზე. უდიდესი სურვილი მაქვს, სრულყოფილად ვისწავლო ესპანური და ინგლისურივით ვიცოდე. (თუმცა არ ვამბობ იმას, რომ ინგლისური სრულყოფილად ვიცი.ამას ვერავინ იტყვის). :)

    • მასე სექსუალურად რომ ცდილობენ ვითომ სახის მიღებას,მე პირიქით ჭყანვად მეჩვენება :D

  • უი რაღაცეები გამოგრჩენია უძვირფასესო…:) ის რომ გიყვარვარ მე და არ გიყვარს ჯეკი ჩანი. :D :D :D

    • მაგას თქმა რათ უნდა გენაცვალე? კარგად იცი როგორც მიყვარხარ და უბრალოდ სათქმელად არც გავაფუჭე :* ნუ ეხლა ჯეკი ჩანის რა გითხრა მაგრამ არ მიყვარს გურამ საღარაძე :D

  • Leave a Reply

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

    Connecting to %s

    Follow

    Get every new post delivered to your Inbox.