gothic jewellery

Published January 10, 2012 by Dark princess

ამას წინათ დავწერე, რომ ძალიან მიყვარს გოთიკური სამკაულები, ჩასაცმელი, რა თქმა უნდა მუსიკაც, და ყველაფერი რაც გოთიკას უკავშირდება, ოღონდ ზღვარი ნამდვილად არსებობს. საშინელი, სატანისტური საქციელები და მსგავსი რაღაცეები ჩემგან შორსაა, მე უბრალოდ მომწონს მიმდინარეობა და სტილი. ცოდვა გამხელილი სჯობს, ცოტა შავბნელი ფიქრები დღემდე მაწუხებს, მაგრამ ვცდილობ დავძლიო.

ჰოდა თემას გადავუხვიე, მინდა განახოთ სამკაულები, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი სიამოვნებით კი არა, უთქმელად და ულაპარაკოდ ვატარებ :) რა თქმა უნდა მეც ბევრი მაქვს გოთიკური სამკაულები, მაგრამ სამკაული როდისაა საკმარისი ჩემნაირი გაუმაძღარი ადამიანებისთვის? არასდროს :)

ულამაზესი ყელსაბამები, რომელბზეც უარს ვერასდროს ვიტყვი :(

სამაჯურები, რომელთა ნაკლებობას არ განვიცდი, მაგრამ მუდამ მეტი მინდა.

ბეჭდებს, აქსესუარებს და ტანსაცმელს შემდეგ პოსტებში შემოგთავაზებთ :) ახლა კი რა თქმა უნდა გიტოვებთ within temptation ის უმშვენიერეს სიმღერას, აბა ჩვეულებისთვის ღალატი შეიძლება? :)

7 comments on “gothic jewellery

  • მდაააააააააააა…ამ ყველაფრის შემხედვარე ისღა დამრჩენია შეგახსენოთ რომ 13 აპრილს მაქვს დაბადების დღე…:) საჩუქრების სია,აგერ ჩემმა დაიკომ შემოგთავაზათ. :)

  • Leave a Reply

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

    Connecting to %s

    Follow

    Get every new post delivered to your Inbox.