Forever21

Published January 6, 2012 by Dark princess

Forever21 ერთერთი ონლაინ მაღაზიაა, რომელსაც აქტიურად ვიყენებ საშოპინგოდ. როცა კი ცოტა საშუალება ჩამივარდება ხელში, ვცდილობ პატარა რაღაც მაინც გამოვიწერო. ხარსიხსაც არასდროს ვუჩივი და მშვენიერი პროდუქტიც ჩამოდის. ეს ჩემნაირად მოგეხსენებათ მრავალ თქვენგანს, რომელიც ამ ონლაინ მაღაზიას იყენებს.  ფასებიც იაფი და მისაღებია და  ხარისხიც ხან შესაბამისი, ხან უკეთესი.

ჩემს მეორე ბლოგზე ერთხელ დავწერე და ვახსენე უკვე რაც მომწონს ამ სეზონზე  forever21 ზე. მაგრამ მას მერე კიდევ ათასი რამე მომეწონა :) დავიწყოთ ფეხსაცმლიდან.

ძალიან მომწონს ასეთი ტიპის სპეციფიური ფეხსაცმელი. ამ სიმაღლეზე რამდენად ვივლი, ვერ გეტყვით, მაგრამ დიდი სიამოვნებით გამოვიწერდი :)

რომ ვთქვა ამ ჩექმაზე გავაფრინეთქო მოვიტყუები, მაგრამ ყოველდღიურ სატარებლად ძალიან კომფორტული ჩანს და ბევრ რამესაც შეუხამებ უპრობლემოდ.

ყველას მოგვეხსენება, პრინტები როგორ მოდაშია და მეც არ ვარ გამონაკლისი, მომწონს ძალიან. ჰოდა ძალიან ლამაზი იქნება ფეხზე, თუ არ ჩავთვლით მოდელის უშველებელ ფეხს, რომელსაც აშკარად არ უხდება ეს ფეხსაცმელი :)

ესეც თავისებური ჩექმაა, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვატარებდი ყოველდღე, ძალიან მომწონს, დასახელებაში მგონი არ უწერია, მაგრამ მე ვინტაჟის სტილს მივაკუთვნებდი, რომელიც ძალიან მომწონს.

ამ ქურთუკს ვუყურებ მთელი შემოდგომა-ზამთარია და მაინც აუცილებლად ვიყიდი, არადა ჩემს ჯინზე ყოველ კვირას აბრუნებენ, თუ იყიდება მაინც. აბრუნებენ და აბრუნებენ :(

ესეც ყოველდღიური ჯემპრი, რომელშიც განსაკუთრებული არაფერია, უბრალოდ ლამაზია და ტანზეც ლამაზი იქნება.

 

Little black dress, რომელიც მუდამ აქტუალურია და ეს კაბა ძალიან მომწონს, უბრალო, საყვარელი და არაპრეტენზიულია.

 ასეთი სტილის მაქსი ბოლოკაბები ძალიან მიყვარს, და ესენიც დაახლოებით ასეთებია.

ყველა ეს ქვედაბოლო ძალიან მომწონს და ერთს აუცილებლად გამოვიწერ.

 ეს სამაჯური ყველაზე ძალიან მომწონს. საერთოდ ძალიან მიყვარს გოთური სტილი სამკაულები და რასაც დავინახავ, ხელიდან არ ვუშვებ :) ამ სამაჯურზე რასაც ქვია გადავირიე.

ბოლოს კი გიტოვებთ ამ უნიკალურ, შესანიშნავს, მშვენიერ, რა ვიცი კიდევ როგორ სიმღერას :)

5 comments on “Forever21

  • აუ, ესეიგი იწერ ხო ამ საიტიდან??
    ძალიან ხშირად შევდივარ და ბევრი რამეც მომწონს… მალე გამოვიწერ კიდეც ალბათ რამეს…კოსმეტიკური საშუალებები რამდენად გიცდია და ვარგა?

    • კი ბევრ რამეს ვიწერ მაგ საიტიდან და ყველაფერი ძალიან კარგია და გამოცდილი :) კოსმეტიკაც კარგი აქვთ. კარგი ხარისხის. მე რაც ჩამომივიდა კარგი იყო ნამდვილად :)

  • Leave a Reply

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

    Connecting to %s

    Follow

    Get every new post delivered to your Inbox.